ფეხბურთი

16:29 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი "რეალის" ახალ მწვრთნელს რაულსა და ალეგრის შორის აარჩევს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელს ზინედინ ზიდანი სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან „სამეფო კლუბის“ შედეგებით ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა.

Cadena Ser-ი წერს, რომ პერესს ორი კანდიდატი ჰყავს შერჩეული და მათგან ერთ-ერთს აირჩევს: რაული და მასიმილიანო ალეგრი.

რაული „რეალის“ მეორე გუნდს ავარჯიშებს და გასულ სეზონში ახალგაზრდული ცემპიონთა ლიგა მოაგებინა. ის კლუბის ლეგენდაა და ფანებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. ალეგრის კი „რეალში“ დასაქმებისთვის სწორედ რაულის კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რაც ცხადია, ადვილი არ იქნება. იტალიელი უკვე მეორე წელია უმუშევარია, მას შემდეგ, რაც „იუვენტუსი“ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მიმდინარე სეზონში ესპანეთის თასს მესამე დივიზიონის გუნდთან გამოეთიშა, ესპანეთის სუპერთასს კი ნახევარფინალში. ლა ლიგაში მადრიდული გრანდი „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. შედეგად, „რეალისთვის“ სეზონის გადარჩენის ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც მერვედფინალში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120786