ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და სტუმრად „პროვიდენსი“ 60:43 დაამარცხა, რაშიც ქართველ კალათბურთელს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.
მამუკელაშვილმა 36 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 11-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საგულისხმოა, რომ ის ქულებით და მოხსნებით ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ.
„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 7 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს, სეზონში კი 10 მოგებისა და 8 წაგების ბალანსია გააჩნია. სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრაში 6 თებერვალს, კონეკტიკუტ ჰასკისს დაუპირისპირდებიან.