კალათბურთი

11:19 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეტევაში უშეცდომო გოგა ბითაძე და ნაყოფიერად გამოყენებული 12 წუთი (+VIDEO)

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ ესტუმრა და განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შედეგადაც სოლიდური სხვაობით, 110:130 დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდის წინ გადაწყვეტილი იყო და დასკვნით პერიოდში მიეცა ბითაძეს თამაშის საშუალება და უნდა აღინიშნოს, რომ ინდიანაპოლისელებმა ანგარიშის სხვაობაც სწორედ ამ მონაკვეთში შეამცირეს.

გოგამ 12:35 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში თავი 6 ქულით, 5 მოხსნით და 2 დაფარებითი გამოიჩინა. ქართველმა ცენტრმა შეტევაში უშეცდომოდ ითამაშა, მხოლოდ 3 ორქულიანი ისროლა და სამივე ზუსტად, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

„პეისერსის“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც თავის გუნდს 33 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი შესძინა. „მილუოკი ბაქსის“ ლიდერი იანის ანტენტოკუნმპო სამმაგი დუბლით გამოირჩა - 21 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 გამარჯვებით და 10 მარცხით მეხუთე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს, „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.

0.123574