ფეხბურთი

10:51 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „გადავიღალეთ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში „ბრაიტონთან“ შინ წაგების შემდეგ (0:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ძნელი მისაღებია ასეთი მარცხი. მართლაც მძიმე კვირა გამოვიდა. ორი რთული გასვლითი შეხვედრა მოგვიწია. დღესაც ისე გამოვიყურებოდით, თითქოს გადაღლილები ვიყავით, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ხშირად ძალიან იოლად ვუთმობდით მეტოქეს ბურთს, მორალურადაც გადავიღალეთ.

„ბრაიტონმა“გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია მივხვდე, რატომ წავაგეთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115243