საჩვენებელი საკრივო ბრძოლა ფლოიდ მეივეზერ უმცროსსა და იუთუბის ვარსკვლავ ლოგან პოლს შორის, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბრძოლა 20 თებერვლისთვის იყო დანიშნული.
ეს ინფორმაცია, ბრძოლის ორგანიზატორის, ონლაინ პლატფორმა „ფანმიოს“ დამაარსებელმა და მთავარმა აღმასრულებელმა სოლომონ ენჯელმა იესპიენთან საუბრისას გამოაცხადა. მისი თქმით, ბრძოლამ ფანების დდ ყურადღება მიიქცია და იმედი გამოთქვა, რომ მალე ახალ თარიღს გამოაცხადებს.
ამასთან ენჯელმა განაცხადა, რომ ახალი თარიღის გარდა, იმ ახალ დეტალებზეც ილაპარაკებს, რომლებიც მეივეზერის და პოლის შეხვედრას ეხება.
როგორც ორგანიზატორი, „ფანმიო“ ბრძოლას და მის თანმდევ სხვა შეხვედრებს, საკუთარი ფასიანი არხით გადასცემს. ბრძოლის გადადების მიზეზებზე, არც მეივეზერი და მისი მეტოქე ამბობენ რამეს.







