კალათბურთი

1:19 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტეფ კარი ზაზა ფაჩულიას: "შენი მაისური ისევ აქ არის და გვჭირდები"

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ლიდერი სტეფ კარი ზაზა ფაჩულიას გაეხუმრა და გუნდში დაბრუნება სთხოვა. „მეომრებს“ მიმდინარე სეზონში ცენტრის პოზიციაზე სერიოზული პრობლემა აქვთ და კარის ხუმრობაც ამან განაპირობა.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, კარიმ ფაჩულია, რომელიც „გოლდენ სტეიტში“ კონსულტატის პოზიციაზე მუშაობს, „ბოსტონთან“ მატჩისას გვირაბში ნახა და დიალოგიც იქ შედგა:

კარი: „მე ის გვირაბში ვნახე და ვუთხარი, რომ მისი მაისური ისევ აქ არის და მისგან მხოლოდ ორი წუთით დახმარება გვჭირდება“. ფაჩულიას პასუხმაც არ დააყოვნა: „ეს ორი წუთი ორ გაჭიმულ კუნთს უდრის“.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია და სტეფ კარი „გოლდენ სტეიტში“ თანაგუნდელები 2016-2018 წლებში იყვნენ და NBA-ს ჩემპიონობის მოპოვება ორჯერ შეძლეს.

0.116686