ფეხბურთი

23:43 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავას გოლი თურქულ შეკრებაზე

ტულის „არსენალი“ თურქეთში შეკრებაზეა და მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, გია გრიგალავამ კი გოლი გაიტანა. რუსული კლუბი ბულგარულ „მონტანას“ გაეჯიბრა და ძალიან ადვილად, 4:0 აჯობა.

„არსენალმა“ ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, ხოლო გრიგალავამ თავი 37-ე წუთზე გამოიჩინა. სწორედ გიამ დაუსვა ბულგარელთა რბევას წერტილი. ჩვენებურმა ამ შეხვედრაში პირველი ტაიმი ითამაშა.

ტულის „არსენალი“ რუსეთის პრემიერლიგაში 14 ქულით მე-14 ადგილზეა და მეოცე ტურში „სოჭის“ დაუპირისპირდება. გრიგალავამ სეზონის პირველ ნაწილში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116847