ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა ტრავმა მიიღო. როგორც "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბელგიელმა მუცლის კუნთი დაიზიანა. ფეხბურთელმა სამშაბათს გამართული ვარჯიში გააცდინა და ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია თუ როდის დაუბრუნდება ვარჯიშს ფეხბურთელი.
აზარი მადრიდის "რეალს" 2019 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ათამდე სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. წელიწადნახევარი გავიდა მისი მადრიდში გადასვლიდან და ესპანური გრანდის მაისურით აზარმა 35 შეხვედრაში შეძლო მონაწილეობის მიღება. მიმდინარე სეზონში კი ედენი მოედანზე 13-ჯერ გავიდა და თავი სამჯერ გამოიჩინა.