ფეხბურთი

22:55 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: "დელე ალი გვჭირდება"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ დელე ალისთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა მას შემდეგ, რაც კლუბმა მას "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის უფლება არ მისცა.

"გუშინ კარგი საუბარი გვქონდა იმ საკითხზე, რაც ჟურნალისტებს აინტერესებს და ჩვენ საერთო აზრი გვქონდა გუნდის გამოცვლასთან დაკავშირებით. გუნდს და თავად ალის მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი პერიოდი აქვთ. ჩვენ გვჭირდება კარგ ფორმაში მყოფი დელე და ველოდებით როდის დაუბრუნდება სრულფასოვნად გუნდს. ეს მხლოდ ალის არ ეხება, საუბარია ასევე ჰარი კეინზე ჯოვანი ლო ჩელსოზე. ეს ფეხბურთელები ძალიან გვაკლია." - ციტირებს Sky Sports-ი პორტუგალიელის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ჯამში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად დელე ტრავმირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123247