ფეხბურთი

17:43 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენი" გერმანიის თასიდან მეოთხე ლიგის გუნდმა გააგდო (+VIDEO)

გერმანიის თასის მიმდინარე სეზონი სენსაციებით გამოირჩევა. 1/16 ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კილთან“ დამარცხდა, ახლა კი მერვედფინალში ლევერკუზენის „ბაიერი“ რანგით მეოთხე ლიგის წევრ „ესენთან“ ვერაფერს გახდა.

შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო 105-ე წუთზე ლეონ ბაილიმ ანგარიში გახსნა „ფარმაცევტები“ დააწინაურა. თითქოს ეს გამარჯვების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ ყოფილა.

107-ე წუთზე კეფკირმა და 117-ე წუთზე ენგელმანმა „ესენს“ ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოუტანეს და პატარა კლუბი გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა.

0.146234