ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი შესაძლოა „მონცაში“ გადავიდეს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, სერია B-ში მოასპარეზე გუნდის ხელმძღვანელობა ფრანგ ფეხბურთელს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ გუნდი სეზონის ბოლოს სერია A- ში აღზევდება.
რიბერი „ფიორენტინაში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება. ფრანგმა ფეხბურთელმა 2020-2021 წლების სეზონში „იების“ შემადგენლობაში 18 შეხვედრა ჩაატარა და ერთ გოლთან ერთად 5 საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ „მონცაში“ ამჟამად კევინ პრინს ბოატენგი და მარიო ბალოტელი თამაშობენ და გუნდი 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება.