ჩოგბურთი

15:19 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი Great Ocean Road-ის ღია ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მეორე წრეში ესპანელ მარიო ვილელას დაუპირისპირდა და ორ სეტში 5:7, 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ნიკამ 6 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. აღსანიშავია ისიც, რომ მას პირველ სეტის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მსოფლიოს 188-ე ნომერთან ვერაფერს გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 8 თებერვალს დაიწყება.

0.114675