ფეხბურთი

11:45 | 3.02.2021 | ნანახია 343 - ჯერ

ჯიჯი ბუფონის 1100-ე თამაში კარიერაში

„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში 1100-ე თამაში ჩაატარა. საიუბილეო ნიშნულს 43 წლის ჯიჯიმ იტალიის თასის ნახევარფინალში მილანის „ინტერთან“ (2:1) შეხვედრაში უწია.

ბუფონის ხსნებული 1100 მატჩი შემდეგნაირად ნაწილდება: „იუვენტუსი“ – 679, „პარმა“ – 220, იტალიის ნაკრები - 176 და პსჟ - 25.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი რამდენიმე დღის წინ 43 წლის გახდა. მას „იუვესთან“ კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, ერთი წლით გაახანგრძლივოს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.130617