ფეხბურთი

23:54 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარიმ შესაძლოა ფრანგული გუნდი ჩაიბაროს

ფრანგული „მარსელი“ შესაძლოა მაურიციო სარიმ ჩაიბაროს. მას შემდეგ, რაც ანდრე ვილაშ-ბოაშმა „ოლიმპიკი“ სკანდალით დატოვა, მის მემკვიდრეთა შორის იტალიელიც დასახელდა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფრანგები ამ ვარიანტზე ფიქრობენ, მაგრამ ერთადერთი არჩევანი არ არის. სარი გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული უმუშევარია, როდესაც „იუვენტუსიდან“ დაითხოვეს.

იტალიელს კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უმუშავია, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილები „იუვეს“ გარდა, „ჩელსი“, „ნაპოლი“ და „ემპოლი“ არიან. „მარსელი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცხრე ადგილზეა და ბოლო 3 მატჩი მიჯრით წააგო.

0.11069