იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ჯენოას“ თავდამსხმელი მატია დესტრო დაასახელა.
გამოცდილმა ფორვარდმა იანვარში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო. მთლიანობაში დესტროს, რომელსაც არაერთ გუნდში, მათ შორის, „რომასა“ და „მილანში“ უთამაშია, სეზონის 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ დეკემბერში საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „მილანის“ ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუს ერგო.