ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ გიორგი ქინქლაძის შესახებ დოკუმენტური ფილმი დააანონსა, რომელიც კლუბის ოფიციალურ არხებზე გავა.
ფილმის თრეილერი უკვე დევს „ქალაქელთა“ ვებგვერდზე და სრული ვერსია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
„ქინქლაძე - „მეინ როუდის“ ჯადოქარი“ - ასეთია დოკუმენტური ფილმის სახელწოდება. მოგეხსენებათ, „მეინ როუდ“ ინგლისური გუნდის ძველი საშინაო არენაა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ 1995-1998 წლებში თამაშობდა და 118 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა.