ფეხბურთი

18:29 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "კარგი იქნებოდა სუარესი "ატლეტიკოში" არ გადასულიყო, მაგრამ მისი გაშვება სწორი იყო"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი გაყიდვით კლუბმა სწორი ნაბიჯი გადადგა.

„სუარესის გაყიდვის გადაწყვეტილება? ეს სამუშაოს ნაწილია. ესაუბრები კლუბს და როდესაც „ბარსელონაში“ მწვრთნელის სტატუსი ჩამოვედი, ჩვენი მოსაზრებები გვქონდა. კლუბისგან ინფორმაცია მივიღე, შემდეგ კი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ზოგჯერ ეს უნდა გააკეთო, ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ - არა. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ სუარესს კონტრაქტი „იუვენტუსთან“ გაეფორმებინა და არა „ატლეტიკოსთან“, რადგან ისევ ლა ლიგაში თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ გასულ ზაფხულს სწორი ნაბიჯი გადავდგით. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, თუმცა რთული არჩევანი იყო. ყოველშემთხვევაში ვეთანხმება იმას, რაც იმ დროს გავაკეთეთ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014-2020 წლებში თამაშობდა და „ატლეტიკოს“ გასულ წელს შეუერთდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონსი ვეტერანი ურუგვაელი დიდებულად ატარებს და 16 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.

0.115093