ფეხბურთი

17:37 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა კორონავირუსი დაამარცხა, ფლორენტინო პერესს - დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა. ფრანგი სპეციალისტი თვითიზოლაციაში 12 დღე იმყოფებოდა და ახლა სამუშაოს უბრუნდება.

ამის საპირისპიროდ, ფლორენტინო პერესის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. 73 წლის პერესს კორონავირუსი უსიმპტომოდ აღენიშნება და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში წარუმატებელ სეზონს ატარებს და მხოლოდ 40 ქულა აქვს მოპოვებული, ლიდერ „ატლეტიკოსთან“ კი უკვე 10-ქულიანი ჩამორჩენა გააჩნია.

0.118076