კალათბურთი

16:21 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი მატჩის მიმდინარეობისას ქალ გულშემატკივარს ეჩხუბა და ძუკნა უწოდა

ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსს „ატლანტა ჰოუქსთან“ მატჩში გულშემატკივართან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. ინციდენტი შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მოხდა, როდესაც პირველ რიგში მჯდომი ქალბატონი და ლებრონი დაუპირისპირდნენ.

ჯულიანა კარლოსის განცხადებით, ლებრონთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კალათბურთელი მის ქმარს გამოელაპარაკა. გოგონა საქმეში ჩაერია და ლებრონმა მას ძუკნა უწოდა.

ჯეიმსმა თამაშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა: „მოხარული ვარ, რომ მაყურებელი ტრიბუნაზე დაბრუნდა, ეს გვკალდა და ეს გვჭირდებოდა, ყველა მოთამაშეს სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ მათი დარბაზიდან გაყვანა საჭირო არ იყო. ორ ზრდასრულ მამაკაცს შორის მოხდა კამათი, მან თქვა რაღაც და შემდეგ მეც ვუპასუხე, შემდგომ ვიღაც ჩაერია. თუმცა, არმგონია, რომ ისინი დარბაზიდან უნდა გაეყვანათ“, - თქვა ამერიკელმა კალათბურთელმა თამაშის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების გამო მსაჯებს მატჩის შეჩერება მოუწიათ, რომელიც რამდენიმე წუთში განახლდა. საბოლოოდ, „ლეიკერსმა“ 86:78 მოიგო, ლებრონმა 21 ქულა და 9 პასი მიითვალა, ხოლო ენტონი დევიმა ლოს ანჯელესელებს 25 ქულა შესძინა.

0.11501