ფეხბურთი

14:47 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

2017 წლიდან მესიმ „ბარსელონას“ თითქმის 620 მილიონი ევრო მოუტანა

ცხადი გახდა, რამდენი მილიონი მოუტანა ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ მას შემდეგ, რაც 2017 წელს კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

Sport.es-ის ინფორმაციით, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, „ბარსას“ არგენტინელი გენიოსი 383,6 მილიონი დაუჯდა, კლუბმა კი მისით 619,2 მილიონი იშოვნა, გამოკვლევის შემდეგ მტკიცდება, რომ პროფიციტი (დადებითი სალდო) 235,6 მილიონ ევროს შეადგენს. ანუ მესი „ბარსელონას“ შემოსავლის 30 პროცენტს წარმოადგენს.

სპონსორების კონტრაქტების პირობები ხომ მესისთან და მის გარეშე ასტრონომიულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. აღარაფერს ვამბობთ ბელითებისა და მაისურების გაყიდვაზე, ასევე კორპორაციულ აქციებზე.

0.111824