ფეხბურთი

12:20 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა კინგი „ევერტონში“ გადავიდა

29 წლის თავდამსხმელი, ჯოშუა კინგი, კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს - გვამცნობს მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ნორვეგიელ შემტევთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. „ევერტონამდე“ ის „ბორნმუთში“ ირჯებოდა.

ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა მანამდე „ბლექბერნში,“ „მანჩესტერ იუნაიტედში,“ მიონხენგლადბახის „ბორუსიაში,“ „ჰალ სიტისა“ და „პრესტონში“ მოასწრო თამაში.

0.102138