სხვა

10:52 | 2.02.2021 | ნანახია 300 - ჯერ

სოფია გოჯია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გამოვა

ოლიმპიური ჩემპიონი დაშვებაში, იტალიელი სოფია გოჯია, ვინც მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმაში იყო, ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. 28 წლის მოთხილამურე გარმიშ პარტენკირხენში ასპარეზობისას დაეცა და მარჯვენა მუხლის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.

გოჯიას მილანში ტრავმირებულ მუხლზე სკანირება ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია. გოჯიას მსოფლიო თასზე დაშვების ბოლო ოთხი რბოლა მოგებული აქვს და კორტინა დ’ამპეცოს მსოფლიო ჩემპიონატზეც ფავორიტი იქნებოდა. გოჯია მსოფლიო თასზე დაშვების გამოკვეთილი ლიდერია - 195 ქულას უგებს უახლოეს მდევარს, ამერიკელ ბრიზი ჯონსონს.

გოჯიამ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა გამოტოვა, რადგან მის დაწყებამდე, ჯვარედინი მყესი გაუწყდა. მანვე გასული სეზონიც ნაადრევად დაასრულა. ამის მიზეზი კი მარცხენა ხელის მრავლობითი მოტეხილობა გახდა.

კორტინა დ’ამპეცოში მსოფლიო ჩემპიონატი 8-21 მარტს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069981
სარეკლამო ადგილი - 99
X x X