ავტოსპორტი

1:47 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიერ გასლი ფ1-ის მეექვსე პილოტია ვინც კორონვირუსით დაავადდა

კორონავირუსი ფორმულა 1-ის კიდევ ერთ, მეექვსე პილოტს შეეყარა. ამჯერად ტესტზე დადებითი პასუხი, „ალფატაურის“ ფრანგმა მრბოლმა, პიერ გასლიმ მიიღო. 24 წლის ფრანგმა ამის შესახებ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან, კორონავირუსი უკვე მოიხადეს, მექსიკელმა სერხიო პერესმა, კანადელმა ლანს სტროლმა, ბრიტანელებმა ლუის ჰამილტონმა და ლანდო ნორისმა, ასევე მონაკოელმა შარლ ლეკლერმა.

გასლი დუბაიში იმყოფებოდა და იქ გადიოდა მზადებას. ამჟამად კი თვითიზოლაციაში იმყოფება და ტავს კარგად გრძნობს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ვარჯიშს იზოლაციაშიც გააგრძელებს. მან ექიმებს მათი ვინაობაც დაუსახელა, ვისთანაც ბოლო დროს კონტაქტი ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ვირუსი დუბაიში შეეყარათ ნორისს და ლეკლერსაც. პილოტების გარდა, კორონავირუსი მოიხადეს „მერსედესის“ გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა, „უილიამსის“ შეფმა საიმონ რობერტსმა, „ასტონ მარტინის“ მფლობელმა ლოურენს სტროლმა და „პირელის“ შეფმა მარიო იზოლამ.

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონი ბაჰრეინში, 28 მარტს აიღებს სტარტს.

0.115704