ფეხბურთი

21:57 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზიური მედია: ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის გუნდში ითამაშებს

ამერიკიდან სამხრეთ კორეაში - ვაკო ყაზაიშვილი სავარაუდოდ, „ულსან ჰიუნდაიში“ ითამაშებს. ყოველშემთხვევაში სამხრეთ კორეული ვებგვერდი Fmkorea.com წერს, რომ 28 წლის ქართველი შემტევი უკვე „ულსანის“ ფეხბურთელია.

სხვა წყაროები და მითუმეტეს თვითონ კლუბი ამ დროისთვის ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. უცნობია კონტრაქტის დეტალები და ხანგრძლივობა.

ყაზაიშვილი დეკემბრიდან მოყოლებული უკლუბოდ იყო, მას შემდეგ, რაც „სან ხოსე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას ამერიკული გუნდის გარდა, არნემის „ვიტესსა“ და ვარშავის „ლეგიაში“ უთამაშია.

სხვათა შორის, „ულსან ჰიუნდაი“ აზიაში ანგარიშგასაწევი ძალაა და ცოტა ხნის წინ აზიის ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად ეს 2012 წელს გააკეთა. გუნდის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წელს სამხრეთ კორეის ნაკრების ყოფილი მცველი და კაპიტანი ჰონ მინ ბო დაინიშნა, რომელიც კორეელთათვის ტრიუმფალურ 2002 წლის მუნდიალზე ნაკრებს კაპიტნობდა. „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ამ დროისთვის მეორე ადგილზეა.

0.105753