ფეხბურთი

20:22 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ბოლო წუთზე გაშვებული გოლი: "დინამო თბილისი" კიევის "დინამოსთან" დამარცხდა (+VIDEO)

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ამხანაგური თამაში ჩატარაა და კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მირჩა ლუჩესკუს გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ არც ისე თვალსაჩინოს, რომ ეს შედეგში ასახულიყო. ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დავით კობოურმა საჯარიმოში თამაშისწესი დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვიქტორ ბუიალსკიმ გოლად აქცია.

ამრიგად, კიევის „დინამომ“ „დინამო თბილისს“ 1:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ საქართელოს ჩემპიონმა წინა სპარინგშიც ბოლო წუთზე გაუშვა გოლი და მაშინ გამარჯვება დაკარგა, ახლა ფრე. ეს იყო გიორგი ნემსაძის გუნდის მეოთხე ამხანაგური მატჩი მოსამზადებელ ეტაპზე. მანამდე თბილისელებმა „რადნიკთან“ 0:1 წააგეს, „ნაპრედაკს“ 1:0 აჯობეს, ხოლო უკრაინულ „კოლოსთან“ ფრეს გამორჩნენ (1:1).

„დინამო თბილისი“ თურქეთში შეკრებას აგრძელებს და მომდევნო სპარინგმატჩს 4 თებერვალს ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ გამართავს.

"დინამო თბილისი" - "დინამო კიევი" 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბუიალსკი (90, პენ)

0.121393