ფეხბურთი

18:14 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმ აფელაიმ კარიერა დაასრულა

ნიდერლანდელის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იბრაჰიმ აფელაიმ კარიერა დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია თავად გაავრცელა.

აფელაი ბოლოს პსვ ეინდჰოვენის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში გასულ სეზონში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა. კარიერის საუკეთესო წლები მას სწორედ პსვ-ში აქვს გატარებული, სადაც 2004-2010 წლებში 217 მატჩში 38 გოლი გაიტანა.

აფელაი „ბარსელონას“, „შალკეს“, „ოლიმპიაკოსისა“ და „სტოკ სიტის“ შემადგენლობაშიც თამაშობდა. ნიდერლანდების ნაკრებში კი 2007-2016 წლებში 53 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.105576