“დინამო ბათუმი“ სეზონის განახლებისთვის ემზადება და მესამე ამხანაგური მატჩი „თელავთან“ ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ფრედ 1:1 ითამაშა.
პირველი ტაიმი ორივე გუნდის მიერ შექმნილი მომენტების მიუხედავად უგოლოდ - 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი ორივე გუნდმა თითი-თითო გოლის გატანა მოახერხა.
ანგარიში თელაველებმა 73-ე წუთზე „ირაკლი რუხაძის გოლით გახსნეს, რომელმაც მიხეილ ბაშალეიშვილის კარგი გადაცემით ისარგებლა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.
აჭარულმა გუნდმა გათანაბრება მალევე მოახერხა. თავი კი გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა, რომელმაც ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან სამივე ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
ამრიგად, „დინამო ბათუმმა“ პირველი ეტაპი დაასრულა. აჭარულმა გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი „გაგრასთან“ ჩაატარა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:2 დაუზავდა. მეორე შეხვედრაში კი 2021 წელს პირველი გამარჯვება „ლოკომოტივთან“ მოიპოვა - 2:1.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დომინაცია კარგია, მაგრამ ბევრ მომენტს ვაფუჭებთ. მხოფლიოზეც ბოლო ვიყავით გაჭრილი ხაზის შემდეგ აღებული ქულებით, მხოლოდ 9 პროცენტში მოვახერხეთ ქულების აღება, და ახლაც პირველ ტაიმში 20+ მომენტი და მხოლოდ 2 ჯერ ავიღეთ ქულები. მაგრამ წინსვლა იგრძნობა და ამ ტემპში თამაშს თუ მივეჩვევით, ძალიან წაგვადგება.
პ.ს. ნინიაშვილი უბრალოდ სასწაულია, დღეს ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო 10ეულში შედის, პირადად ჩემთვის საუკეთესოა