თამაშგარე

16:20 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

“დელპოს“ დასვენების მოყვარული ოჯახი

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო მამაკაცთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც არასოდეს ამბობენ უარს აქტიურ დასვენებაზე და მიუხედავად წლების მატებისა, “დელპო“ ოჯახთან ერთად ფეშენებელურ კურორტებზე მუდმივად დადის და არც ჭამა-სმას იკლებს.

ალესანდროს ამ სწრაფვაში გვერდით უდგას და უფრო მეტიც - ინიციატივებს სთავაზობს მისი ცოლი სონია ამორუზო, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ზაფხულის ან ზამთრის დასვენების განრიგს ერთი წლით ადრე ადგენს ხოლმე და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

დელ პიეროეებმა საკუთარი ფეშენებელური ვილა ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეიძინეს. თუმცა, მხოლოდ ეს კუნძული არაა მათი დასვენების ალაგი და დაწყებული ავსტრალია-ოკეანეთის კუნძულებიდან და დასრულებული აზიის ქვეყნებით - ამ ოჯახს პლანეტის ყველა კუთხეში იხილავთ.

0.145056