კალათბურთი

10:24 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 3 ქულა და "ინდიანას" ფიასკო მეოთხე პერიოდში

NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერი“ საკუთარ მოედანზე „ფილადელფია სიქსერსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 110:119 დამარცხდა. ინდიანაპოლისელები უპრატესობას ფლობდნენ და ბოლო პერიოდის წინ 13 ქულითაც იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედი „პეისერსმა“ 22 ქულის სხვაობით (15:37) წააგო და საბოლოოდ მარცხიც განიცადა.

ამჯერად, გოგა ბითაძეს მხოლოდ 05:43 წუთი დაუთმეს და ხსენებულ დროში 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ინდიანაში“ საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, ხოლო დომანტას საბონისმა თავის გუნდს 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი შესძინა.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 11 გამარჯვებითა და 9 მარცხით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 თებერვალს „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11796