ფეხბურთი

14:38 | 1.02.2021 | ნანახია NaN - ჯერ

მოურინიო: "ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო"

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში „ტოტენჰემი“ სტუმრად „ბრაიტონთან“ 0:1 დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიურესა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი სცადა.

„თამაში ცუდად დავიწყეთ. „ბრაიტონს“ დაუყოვნებლივ შეეძლო გატანა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა. ვგრძნობდი, რომ პირველ ტაიმში გუნდი დაბნეული იყო, საკმარისი ენერგიით ვერ ვითამშეთდა მეტოქეს კონტრშეტევების შესაძლებლობას ვაძლევდით. მეორე ტაიმში ბიჭებმა უკეთესი განწყობა გამოავლინეს, მოგება სცადეს, ამიტომ, მათზე ცუდს ვერ ვიტყვი. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩავატარეთ. ყველაფერს ვცდილობდით, რაც შეგვეძლო, მაგრამ „ბრაიტონმა“ ყველაფერი გააკეთა“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „ჩელსისთან“ ერთად მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:46 | 04.07.2024
გუსანი (746)

ჯერ დავაფიქსირებ-საიტი ცუდად მუშაობს, 3-4 ჯერ მთხოვს ავტირიზაციას, ყველა მოწყობილობაზე , ჩემი ბრალია? მთავარი კი ის არის რომ კალათბურთი ბოლო პერიოდში სტაგნაციაშია, ახლები იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებენ, თორნიკეს და გიორგის წასვლის შემდეგ ალბათ დავქვეითდებით ლიგაში,სიმართლე ისაა რომ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ამ შედეგს მე ველოდი,, მთავარი რაც არის კალათბურთში -სროლა და დაცვა აქილევსის ქუსლია ჩვენი ნაკრებისთვის... ლატვია დაუწვა არ დაუწვა არ ვიცი და ფილიპინებს როგორ უნდა მოვუგოთ? რა რესურსით? ...

01:31 | 04.07.2024
zviadi-shxefi (6306)

ჩვენების გეგმა იყო ბრაზილია და შემდეგ ლატვიისთვის მომზადება. ლატვიელებმაც მშვენივრად იცოდნენ ამის შესახებ და დაუწვნენ ფილიპინებს. ახლა კი მოგვიწევს მთელი ძალების დახარჯვა ფილიპინებთან. ამიტომ არ შეიძლებოდა ასე დაკიდება ამ თამაშის

17:27 | 03.07.2024
Buratino (3505)

ქართული კალათბურთის აღმავლობის ხანა დამთავრებულია! ამჟამინდელი ნაკრები გადაიქცა საშუალოზე დაბალი კლასის გუნდად, რომელიც არათუ ოლიმპიადის ან მსოფლიოს, არამედ აწი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურსაც ვეღარ მოიპოვებს. ამაზე სრულად არიან პასუხისმგებელი ფედერაციის ხელმძღვანელები. ვიქტორ სანიკიძე იმდენად კარგი სპორტსმენი იყო და ისე გვიყვარდა ხალხს, რომ ვერ წარმომედგინა თუკი ასეთი ცუდი მენეჯერი იქნებოდა. ამას დავუმატოთ ფედერაციაში გამეფებული სრული ნეპოტიზმი და დილეტანტიზმი, რაც გამოვლინდა ყოვლად უვარგისი ლეგიონერისა და მწვრთნელის შერჩევაში. ვინც ამ ჯიკიჩზე და ტომასონზე გააკეთა არჩევანი, მათ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ! მასეთნაირები კონა ათ შაურად ყრია არათუ ევროპაში, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც. და რატომ ვერ მოინახა უკეთესები?! მავანნი იტყვიან რომ მაღალი დონის მწვრთნელი და მოთამაშე ვერ დავითანხმეთო. ჰოდა, ეს ყველაფერი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ კალათბურთის ფედერაციაში არაპროფესიონალები სხედან, რომელთაც არ გააჩნიათ გონივრულად მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარები! შედეგად, მივიღეთ ნაკრების სრული დეგრადაცია, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დანიასთან და სერბეთთან მარცხებით, ხოლო ამ ჯერზე უბრალოდ დადასტურდა. წავიდნენ ვეტერანები (ცინცაძე, ბერიშვილი), ალბათ მალე წავა შერმადინიც და ამ დროს მომავალი როგორია? კიდევ უფრო უარესი! ჰორიზონტზე არავინ არ ჩანს პერსპექტიული (მაქსიმუმ ბახტაძე), ხოლო შენგელიაც რომ წავა, მაშინ ნაკრებს უკვე სუსტი გუნდებიც მოუგებენ (ალბანეთი, პორტუგალია, რუმინეთი და ა.შ.)

18:19 | 03.07.2024
qomagi (1575)

100% გეთანხმები, ამის დაწერა მინდოდა მეც. სრულიად უპასუხისმგებლო ფედერაცია და ისევ ეს ძმაბიჭობა და ახლობლობა კალათბურთშიც, რაგბშიც, ფეხბურთშიც და საერთოდ ყველაფერში.
35 წლის შერმადინის და 30 წლის შენგელიას იმედად რომ იქნები. სამწუხაროდ, გოგამ და სანდრომ ვერ გაამართლეს მოლოდინები და გიო-თოკოს სანახევროდაც ვერ ცვლიან. დანარჩენები კიდევ მკვდარზე ვენოკი. მწვრთნელი და ტომასონი ცალკე თემაა. ზუროსმა და მაკფადენმა თითქოს თამასა ასწიეს და მათი ნახევარიც არ არიან არც ჯიკიჩი და არც ტომასონი. სამაგიეროდ, მთელი ფედერაციის საძმაკაცო აკადემიებს ხსნის, ვისაც არ ეზარება. ნაკრების და ჩემპიონატის დონე კიდევ ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ პროფესიონალურად მუშაობს ამდენი აკადემია

14:38 | 03.07.2024
kakhaberry (2630)

ისე შენგელიას და შერმადინის დაბრუნების შანსები არის პლეიოფებისთვის თუ გრძელვდიანი ტრავმებია. ცოტა მეტი ინფო ჰვინდა. ორივე თუ იქნება იქნებ ცოტა მოიზარდოს შანსი :დდ

18:14 | 03.07.2024
qomagi (1575)

შერმადინი ხანგრძლივი დროით გამოაკლდა ნაკრებს ტრავმის გამო და თოკო იმედია ითამაშებს ჯერ ფილიპინებთან და მერე სავარაუდოდ, ბრაზილიასთან

14:55 | 03.07.2024
kakhaberry (2630)

შერმადინი საერთოდ არ ყოფილა შემადგენლობაში. მარტო თორნიკეს დაბრუნება თუ რამეს შეცვლის საეჭვოა.

14:32 | 03.07.2024
kakhaberry (2630)

რა აზრი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლას, ყველაზე კარგ ვარიანტში ისევ ამათ შევხვდებით ფინალში და კი ჩანს რისი შანსიც გვაქვს ))

12:50 | 03.07.2024
KoRBeN DaLLaS (24838)

ამ თამაშით თუ ვიმსჯელებთ, "თეორიული შანსიც" კი ზედმეტად ოპტიმისტურ სიტყვებად მოსჩანს ))
ვნახოთ რა იქნება თოკოსთან ერთად.

01:45 | 03.07.2024
გუსანი (746)

თეორიულის გარდა რა შანსი უნდა გვქონდეს?

0.057393