ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ უმასპინძლა. სპეციალისტები მადრიდელთა იოლ გამარჯვებას პროგნოზირებდნენ, მაგრამ კანარიელებმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ 80:81 დამარცხდნენ.
ბექა ბურჯანაძე პარკეტზე 15:54 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 5 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით შეეწია. ბურჯანაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი ააცილა. შედეგად, ბექას მარგი ქმედების კოეფიციენტი 10 გამოდგა.
„გრან კანარიას“ 7 გამარჯვების საპირისპიროდ 14 მარცხი აქვს და მე-14 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრა 6 თებერვალს, შინ „მანრესასთან“ ელოდება.