საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ გიორგი ნემსაძის გუნდი ხუთ შეხვედრას გამართავდა, საიდანაც სამი უკვე ჩაატრა, ხოლო ახლახან გაირკვა, დამატებით სამი სპარინგმეტოქის ვინაობაც.
„დინამო“ 4 თებერვალს რაზგარდის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება, 6 თებერვალს უკრაინულ „ზორიას“ გაეჯიბრება, ხოლო შეკრებას 11 თებერვალს ასევე უკრაინულ „ვერესთან“ მატჩით დაასრულებს.
გარდა ამისა, როგორც დაგეგმილი იყო, „დინამო თბილისი“ 1 თებერვალს კიევის „დინამოს“, ხოლო 8 თებერვალს „სოჭის“ გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, ნემსაძის გუნდმა თურქეთში სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, სერბულ „ნაპრედაკს“ 1:0 მოუგო, „რადნიკთან“ 0:1 წააგო, ხოლო უკრაინულ „კოლოსს“ დაუზავდა - 1:1.