ფეხბურთი

17:47 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ზირკზეე სერია A-ში გაუშვა

მიუნხენის „ბაიერნის“ იმედისმომცემი ფორვარდი ჯოშუა ზირკზეე კარიერას იტალიურ „პარმაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ნიდერლანდელმა ფეხბურთელმაც დაადასტურა.

როგორც ცნობილი გახდა, ზირკზეე „პარმას“ იჯარით შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება. ამრიგად, 19 წლის შემტევი სერია A-ში ითამაშებს.

ზირკზეე „ბაიერნის“ ძირითად გუნდში გასულ სეზონში ფურორით გამოჩნდა და ბუნდესლიგაში 9 მატცში 4 გოლიც გაიტანა. მთლიანობაში მან მიუნხენური გიგანტის პირველ გუნდში 16-ჯერ ითამაშა და თავი ოთჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108012