კალათბურთი

10:26 | 31.01.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე: მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" ლიდერთან დამარცხდა (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლის“ წარუმატებელი სერია გრძელდება. ქართველი კალათბურთელის გუნდი შინ ლიდერ „ვოლანოვას“ წინააღმდეგ დამარცხდა - 72:80.

სანდრო თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ ისე ნამდვილად არ უთამაშია, როგორც მიმდინარე სეზონში მიგვაჩვია. ქართველ ცენტრს ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილმა 38 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ შეტევაში ჩვეული თამაში ვერ აჩვენა და 12-დან მხოლოდ 4 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი საერთოდ ააცილა.

„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 6 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს, ხოლო ლიგაში - 9 მოგება და 8 წაგება. მომდევნო ტურში მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 4 თებერვალს, „პროვიდენსს“ დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:42 | 02.04.2019
lashamax (938)

და რტომ არის ასეთი მციე განსხვავება, რონალდო რიგითი ფეხბურთელია, მესი კი უცხოპლანეტელი,
მესის 500 მილიონი და რონალდოს 1 მილიონიც ეყოფა

16:31 | 02.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

ანრი რა კაცია 1 თვე იმუშავა და კაი ფული იშოვა

17:43 | 02.04.2019
barcelona1991 (4821)

დდდდდ

0.066787