სხვა

3:58 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრანერუდმა ვილინგენის ტრამპლინი მოიგო

ნორვეგიელმა ჰალვორ ეგნერ გრანერუდმა ტრამპლინდან ხტომაში მსოფლიო თასის ვილინგენის (გერმანია) ორიდან პირველი ეტაპი მოიგო. მან 147.5 და 145.5 მეტრზე გადახტომა შეძლო, ჯამში 285.5 ქულა დააგროვა და უკან მოიტოვა თანამემამულე დანიელ ანდრე ტანდე. მესამე ადგილზე პოლონელი კამილ შტოხი გავიდა.

24 წლის გრანერუდისთვის ეს ამ სეზონში მოგებული მეშვიდე შეჯიბრია. მას 1106 ქულა დაუგროვდა და კლასიფიკაციას დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ გერმანლ მარკუს აიზენბიხლერს 828 ქულა აქვს. მესამეზე კი 721 ქულით შტოხია.

„დღეს ჩემი ნახტომები უნაკლო არ იყო, მაგრამ საკმარისად კარგი იყო იმისთვის, რომ მომეგო. ქარიან ამინდში გამიმართლა კიდეც. სწორედ ამიტომ იყო ამხელა სხვაობა. შესაძლოა, რამდენიმე მეტრით შორს უნდა გადავმხტარიყავი. როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც ჩემი მიზანი მსოფლიო თასზე გამარჯვებაა“, - განაცხადა გრანერუდმა.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისთვის მესამე ადგილი საუკეთესო შედეგი არ იყო, თუმცა ის თავისი გამოსვლით კმაყოფილი დარჩა. მეოთხე ადგილზე კი, ყველასთვის მოულოდნალად, სლოვენიელი ბორ პავლოვიჩი გავიდა.

ამ სეზონში თავისი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სიმონ ამანმა. ის მე-12 შედეგს დასჯერდა. საინტერესოა, რომ ამ სეზნში მან პირველი ქულები დააგროვა. რაც მთავარია, მან შვეიცარიის ნაკრებში ადგილი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც გერმანიის ობერსტდორფში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167578