სხვა

2:48 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შამონიში სლალომი კლემან ნოელმა მოიგო

საფრანგეთის სამთო კურორტმა შამონიმ მამაკაცთა მსოფლიო თასის სლალომს უმასპინძლა და ის ფრანგი კლემან ნოელის გამარჯვებით დასრულდა. ის მეშვიდე მოთხილამურეა, ვინც ამ სეზონში სლალომის მოგება შეძლო. ბოლოს მსოფლიო თასზე სლალომს ერთ სეზონში შვიდი გამარჯვებული 2008/09 სეზონში ჰყავდა.

საინტერესოა, რომ 23 წლის ნოელმა შამონიში სლალომი შარშანაც მოიგო. ამჯერად მან ორი ცდა ჯამში წუთსა და 38.58 წამში შეასრულა და 0.16 წამით აჯობა მეორეზე გასულ შვეიცარიელ რამონ ზენჰაუერსენს. მესამე ადგილი კი ავსტრიელმა მარკო შვარცმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.19 წამით ჩამორჩა. ეს მისი ზედიზედ მეექვსე კვარცხლბეკია სლალომში.

მეოთხე შედეგი ჰქონდა შვეიცარიელ ლუკა აერნის, ვინც პირველი ცდის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზე იყო, მაგრამ მეორე ცდა საუკეთესოდ შეასრულა და საბოლოოდ, ნოელთან 0.47 წამი წააგო.

მერვე შედეგს დასჯერდა ფრანგი ალექსის პინტურო, რომელმაც ამის მიუხედავად, სლალომის კლასიფიკაციაში, ლიდერობა განიმტკიცა. მეორე ადგილზე შვეიცარიელი მარკო ოდერმატია.

შამონი კვირასაც სლალომს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159485