ფეხბურთი

23:49 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნდა

ჩინური „შანხაი შენხუას“ გარემარბი, სტეფან ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნდა. შანხაელებთან სტეფანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ეგვიპტური წარმოშობის იტალიელს ადრეც შეეძლო კლუბი დაეტოვებინა. ის რომაულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა.

„როცა პირველად მოვხვდი „რომაში,“ მივხვდი, რომ ამ ქალაქს და კლუბს ბევრი დრო არ სჭირდება, რომ თავი შეგაყვაროს. როცა ვტოვებდი, ვიგრძენი, რომ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებოდა. ახლა მოუთმენლად ველი როდის მოვირგებ ისევ ნაცნობ მაისურას“ - აი, ასეთი რიტორიკული სიტყვები უთხრა სტეფანმა კლუბის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ ელ-შაარავი „რომაში“ 2016-19 წლებში თამაშობდა. „მგლების“ შემადგენლობაში 139 მატჩი ჩაატარა, 40 ბურთი გაიტანა და 26 საგოლე პასით გამოირჩა. Transfermarkt მას 8 მილიონ ევროდ აფასებს.

0.112398