ესპანური პრიმერას 21-ე ტურის მატჩში „რეალი“ თავის „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე „ლევანტეს“ მასპინძლობდა“ და 1:2 დამარცხდა.
მადრიდელები მე-9 წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ. მსაჯმა უხეშობისთვის ედერ მილიტაო გააძევა. თუმცა სამ წუთში მათ დაწინაურება მაინც მოახერხეს, გოლი მარკო ასენსიომ გაიტანა.
სტუმრებმა 32-ე წუთზე გაათანაბრეს, თავი ხოსე ლუის მორალესმა გამოიჩინა.
64-ე წუთზე ლევანტელებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ როხერის დარტყმული პენალტი ტიბო კურტუამ მოიგერია. სამაგიოროდ იმავე როხერმა 14 წუთში გამოასწორა შეცდომა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ახლა „რეალს“ 20 თამაშიდან 40 ქულა მოუგროვდა და ისევ მეორე ადგილზეა. „ლევანტე“ კი ამდენივე თამაშიდან 26 ქულით მე-9 ადგილზე დგას. ლიდერი 47-ქულიანი „ატლეტიკოა,“ რომელსაც მხოლოდ 18 მატჩი აქვს ჩატარებული.