ფეხბურთი

21:09 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელის“ ფანები გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ

„მარსელის“ განრისხებული გულშემატკივრები შაბათს, შუა დღისას გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ. ისინი კლუბის პრეზიდენტის, ჟაკ-ანრი ეიროს გადადგომას ითხოვდნენ. თუმცა მალევე დატოვეს ტერიტორია - წერს Get French Football News.

წყაროს ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ჩანს წარწერბიც: „ეირო წადი,“ „ეირო დაგვტოვე“ და მისთანანი.

საქმე ის არის, რომ ფანები გუნდის ბოლოდროინდელმა შედეგებმა გააღიზიანა. ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდი ნოემბერში ჯერ კიდევ მონაწილეობდა საჩემპიონო რბოლაში, ახლა კი მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენაც დაემუქრა.

დღეს, 30 იანვარს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე, საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში „მარსელი“ „რენს“ მასპინძლობს.

თეგებიმარსელი
0.125971