ფეხბურთი

20:55 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "ოვიედოში" არც მენდობოდნენ და არც პირობა შეასრულეს"

ესპანურმა „კარტახენამ“ გიორგი აბურჯანია ოფიციალურად წარადგინა. გიორგიმ კლუბის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რო „ოვიედოში“ არ ენდობოდნენ და სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნა.

26 წლის ნახევარმცველი „კარტახენაში“ ბოლომდე დახარჯვას და გუნდისთვის დახმარების გაწევას აპირებს.

„ოვიედოში“ არ შეასრულეს ის, რასაც დამპირდნენ და არც მენდობოდნენ. ეროვნული ნაკრების კალენდარმაც არ შემიწყო ხელი, რადგან ყოველთვიურად მიწევდა მგზავრობა, შემდეგ კი, როდესაც ჩამოვედი კორონავირუსის პრობლემა შემექმნა. ყველაფერი ცოტათი იყო. ვაპირებ, გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. სიმართლე ის არის, რომ მინახავს ამ გუნდის თამაშები და კარგად ვთამაშობთ, მაგრამ არის პატარა დეტალები, რომლებიც გუნდს აზიანებს“, - თქვა აბურჯანიამ წარდგენისას.

კომენტარი გააკეთა „კარტახენას“ გენერალურმა დირექტორმა მანუელ ბრეისმაც, რომლის თქმით, აბურჯანია გამოცდილი და კარგი ფეხბურთელია:

„ის ხარისხიანი ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ჩვენ გაგვიჩნდა მასთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა და ამას ხელიდან ვერგავუშვებდით. შეუძლია ნახევარდაცვაში ბალანსი მოგვცეს, კარგად მუშაობს, კარგი პასი და ინტენსივობა აქვს“, - თქვა „კარტახენას“ გენერალურმა დირექტორმა მანუელ ბრეისმა.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია „კარტახენას“ სეზონის ბოლომდე შეუერთდა. მან 17-ნომრიანი მაისური მოირგო და შესაძლოა, დებიუტი ხვალ ჰქონდეს, როდესაც მისი გუნდი ხიხონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდება. ყოველშემთხვევაში ქართველი გუნდის განაცხადში ამ მატჩისთვის შეიყვანეს. „კარტახენა“ ლა ლიგა 2-ში 20 ქულით 21-ე ადგილზეა და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის,

0.119549