ფეხბურთი

15:42 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძე ალბანურ გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი მათე ცინცაძე კარიერას ალბანეთის საფეხბურთო კლუბ „კუკეშში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ალბანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ცინცაძემ ახალ გუნდთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2022 ზაფხულამდე დარჩება. მათე „კუკეშის“ რიგებს უკვე შეუერთდა და ვარჯიში დაიწყო.

26 წლის ფეხბურთელი ბოლოს „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე ქუთაისის „ტორპედოს“, „რუსთავის“, „დინამო თბილისის“, პოლონური „პოგონისა“ და ლატვიური „იელგავას“ რიგებში ირჯებოდა.

0.116939