კალათბურთი

11:21 | 30.01.2021 | ნანახია 1721 - ჯერ

ბითაძის 8 ქულა 9 წუთში - გოგას ზედიზედ მესამე თამაში NBA-ში (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" კვლავ "შარლოტ ჰორნეტს" დაუპირისპირდა თუმცა, ამჯერად გამარჯვება ვერ მოიპოვა და 3-ქულიანი სხვაობით 108:105 დამარცხდა.

პარკეტზე კვლავ ვიხილეთ ქართველი კალათბურთელი, რომელმაც 9:13 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულასთან ერთად 2 პასი მიითვალა. გოგამ 4-დან ოთხი ორქულიანი ჩააგდო და ამ მხრივ 100%-იანი შედეგი ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი კი ჩვენებურის თანაგუნდელი დომანტას საბონისი გამოდგა, რომელმაც 22 ქულით, 11 მოხსნითა და 6 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. გამარჯვებულთაგან კი 19-19 ქულა ტერი როზერმა და პი ჯეი ვაშინგტონმა ჩააგდეს.

"ინდიანას" 11 გამარჯვებით და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიცია უკავია, ხოლო მომდევნო მატჩს 1 თებერვალს, შინ, "ფილადელფიასთან" გამართავს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:09 | 01.02.2021
Ginóbili20 (2332)

რასი ჰო დეგენერატია , მარა პაჩწი სადაც დაიჭირა დურანტი წასვლის მერე ყველგან სახე გააძრო, თან ორმაგი მოტივაციით თამაშობს მაგის მიმართ, ხან აბლოკშოტოებს ხან ბურთს აწაპნის ხელიდან, ნუ დღეს საერთდ საოცარი თამაში ქონდა თავის გეიმ ვინერ ბაზერით )

14:53 | 01.02.2021
Kobe Bean (21670)

ერთი რაღაც მიკვირს,ბრუკლინის შეფებს თვალები სად აქვთ?გუნდის დაცვა არის კატასტროფა,მთელი სეზონი უამრავ ქულას უგდებენ გუნდები და არაფერ ცვლილებას არ აკეთებენ.მორიგი ფიასკო დილით,ორკაციანი ვაშინგტონი რომ 4 პერიოდში 149 ქულას ჩაგიგდებს და მოგიგებს სასაცილოც არაა სატირალია

00:16 | 31.01.2021
davidinho (1027)

კარგია ყოჩაღ

20:53 | 30.01.2021
Kobe Bean (21670)

ძაან მაგარი იგროკია ბილი და ეგ რომ ლებრონ-დევისთან გაიჩითოს ტრიოში პრაქტიკულად გარანტირებული ბეჭედია.ერთ-ერთი დაუფასებელი სტარია ეგეც,მაგარია და თითქმის არავინ ახსენებს მაგრების გვერდით

20:46 | 30.01.2021
Kobe Bean (21670)

როგორც ჩანს ბრედლი ბილს საბოლოოდ აღარ უნდა ვაშინგტონში თამაში და დიდი შანსია რომ გაიცვალოს.ლეიკერსი-კლიპერსი ამზადებენ წინადადებებს ვაშინგტონისთვის.რომელშიც არ უნდა გადავიდეს მაგ ორიდან მთავარი ფავორიტი გახდება ის გუნდი

15:06 | 30.01.2021
baxt (1836)

ვიდეო სხვა თამაშის ვიდეო დევს, გაასწორეთ.

14:30 | 30.01.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კარგია მემგონი უფრო მიეცემა შანსი შემდეგ თამაშებში

0.140265