ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა „ბოკა ხუნიორსის“ 10-ნომრიან მაისურზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბიდან მისი წასვლის შემდეგ ის არავის უნდა გადასცენ.
ტევესის განცხადებით, „ბოკას“ 10 ნომერი დიეგო მარადონას და ხუან რომან რიკელმეს წარმოადგენს და პატივისცემა სჭირდება.
„როდესაც დიდი ხნის წინ „იუვენტუსში“ გადავედი დელ პიეროს წასვლის შემდეგ 10-ნომრიან მაისურს არ იყენებდნენ. კლუბმა გადაწყვიტა, რომ 10 ნომერი არავის უნდა ეტარებინა. ეს არის იმ კერპების დაფასება, რომლებმაც კლუბისთვის რაღაც გააკეთეს. მინდა, რომ „ბოკადან“ ჩემი წასვლის შემდეგ ეს ნომერი არავის გადასცენ. ეს ემბლემა უნდა იყოს, როგორც „იუვენტუსში“. ეს არის „ბოკას“ კერპების მაისური. საჭიროა „ბოკას“ 10 ნომერს პატივი ვცეთ, რადგან ის წარმოადგენს ისეთ ფებურთელებს, როგორებიც მარადონა, ანხელ კლემენტე და ხუან რომან რიკელმე არიან“, - თქვა ტევესმა.