ავტოსპორტი

3:07 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ნეტფლიქსის“ ფილმ „ფორმულაში“ რობერტ დე ნირო ითამაშებს

ჰოლივუდის ვარსკვლავები რობერტ დე ნირო და ნიგერიული წარმოშობის ბრიტანელი მსახიობი ჯონ ბოიეგა, „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში, ფორმულა 1-ის ყოფილ და მოქმედ მრბოლებს განასახიერებენ. ფილმის სახელია „ფორმულა“. მისი სიუჟეტი ეხება ფ1-ის დეტროიტელ ვარსკვლავს, რომლის მენტორს (დე ნირო) და ფ1-ის ყოფილ მრბოლს, დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი აქვს.

სცენარის მიხედვით, რომელიც ჯერარდ მაკმარის ეკუთვნის, ბოიეგას გმირი იძულებულია, იყოს დამნაშავეთა მძღოლი, რათა საკუთარი ოჯახი გადაარჩინოს. მაკმარი სცენრის ავტორიცაა, რეჟისორიც და პროდიუსერიც. ფილმს მის მიერ ახალდაარსებული კომპანია „ბაპი პროდაქშენზი“ გადაიღებს. ფილმის თანაპროდიუსერი თავად დე ნიროცაა.

„ძალიან მიხარია, რომ ამ იდეას, რომელიც ჩემს გონებაში დაიბადა, განვახორციელებთ. მე ვარ სცენარის ავტორიც, რეჟისორიც და პროდიუსერიც. ჩემმა ახალმა კომპანია ბაპი პროდაქშენზმა, ნეტფლიქსთან და ტრიბეკა ფილმზთან ერთად იმუშავა და ძალიან მალე წარმოგიდგენთ ფილმს სახელით ფორმულა“, - ამბობს მაკმარი.

ფილმის პრემიერის თარიღი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

0.133624