ფეხბურთი

12:47 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯესი ლინგარდი "ვესტ ჰემში" ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი ლონდონის „ვესტ ჰემში“ გადავიდა. როგორც „ჩაქუჩების“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელი ფეხბურთელი ახალ გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

კონტრაქტში არსებული პუნქტით, ლინგარდს „მანჩესტერის“ წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ექნება, ხოლო მისი დებიუტი კვირას, „ლივერპულთან“ მატჩში შედგება.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერის“ ღირსება მხოლოდ სამ შეხვედრაში დაიცვა, მთლიანობაში კი „წითელი ეშმაკების“ მაისურით ჩატარებულ 210 შეხვედრაში 33 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117547