სხვა

2:21 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოსტონის მარათონი 11 ოქტომბერს დაინიშნა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ბოსტონის მარათონი, რომელიც შარშან კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა, 11 ოქტომბერს დაინიშნა. ოღონდ, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ის იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ შტატ მასაჩუსეტსის ლოკდაუნიდან გამოსვლის გეგმა განხორციელდება.

მიმდინარე სეზონში, ექვსივე დიდი მარათონი ექვსკვირიან ინტერვალში დაინიშნა. კალენდარში პირველი ბერლინის მარათონია, ბოლო კი - ნიუ იორკისა. ორი ოლიმპიური მარათონი აგვისტოში გაიმართება. ჩიკაგოს და ბოსტონის მარათონები დღის გამოუტოვებლად, ერთმანეთის მიყოლებით არის დანიშნული.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული (ბოსტონის) მარათონის მონაწილეთა რაოდენობა და შემადგენლობა ჯერ დადგენილი არაა. ამ საკითხზე, ბოსტონის ათლეტთა ასოციაცია (BAA) მუშაობს, რომელიც თავის გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

„ჩვენ ბოსტონის მარათონის გამართვის თარიღი, ფრთხილი ოპტიმიზმით გამოვაქვეყნეთ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მეცნიერების რეკომენდაციებით ვიხელმძღვანელებთ და ადგილობრივ, ქალაქის, შტატის ხელმძღვანელობასთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - ამბობს BAA-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ტომ გროლკი.

ორგანიზატორები ასევე აცხადებენ, რომ მარათონის გამართვის გეგმა უნდა შეთანხმდეს იმ რვა დასახლებულ პუნქტთან, რომლებზეც მარათონის 42-კილომეტრიანი მარშრუტი გაივლის.

ბოსტონის მარათონის მრშრუტი გარეუბან ჰოპკინტონიდან ქალაქის ცენტრამდე გაივლის. ის 1897 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდება და საგანგებო ვითარების გამო, მხოლოდ შარშან არ ჩატარდა. მასში საშუალოდ 30 000-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი მორბენალი მონაწილეობს ხოლმე.

დიდი მარათონების 2021 წლის კალენდარი

7 აგვისტო: ქალთა ოლიმპიური მარათონი

8 აგვისტო: მამაკაცთა ოლიმპიური მარათონი

26 სექტემბერი: ბერლინის მარათონი

3 ოქტომბერი: ლონდონის მარათონი

10 ოქტომბერი: ჩიკაგოს მარათონი

11 ოქტომბერი: ბოსტონის მარათონი

17 ოქტომბერი: ტოკიოს მარათონი

7 ნოემბერი: ნიუ იორკის მარათონი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1606