ფეხბურთი

2:09 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

წელიწადნახევრის შემდეგ ალეგრი შესაძლოა სერია A-ში დასაქმდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა, „რომა“ ჩაიბაროს. მას დედაქალაქურ გუნდს უკვე კარგა ხანია უკავშირებენ, მაგრამ ამჯერად როგორც ჩანს, საქმე უფრო სერიოზულადაა.

იტალიურმა მედიამ ალეგრი იმავე სასტუმროში დააფიქსირა, სადაც „რომას“ სპორტული დირექტორი ტიაგო პინტო იმყოფებოდა. ამასთან, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ არ უსაუბრიათ, მაგრამ ცხადია, ხსენებული ფაქტი კითხვებს აჩენს.

„რომას“პაულუ ფონსეკა ავარჯიშებს, რომლის მუშაობით კლუბის ხელმძღვანელობა მაინც და მაინც მოხიბლული არ არის. გარდა ამისა, პორტუგალიელს კლუბის კაპიტან ედინ ჯეკოსთან სერიოზული კონფლიქტი აქვს.

ალეგრი უკვე წელიწადნახევარია უმუშევარია. გამოცდილი სპეციალისტი ბოლოს „იუვენტუსს“ წვრთნიდა (2014-2019), საიდანაც 2019 წლის მაისში დაითხოვეს. ალეგრიმ ტურინულ გრანდს 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო ასევე ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

0.106565