ფეხბურთი

22:10 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "მაღალი დონის მცველს ახლა არავინ გაყიდის"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კლუბი მძიმედ მუშაობს დაცვის ხაზის პრობლემაზე, თუმცა ტრანსფერის განხორციელება ამ ეტაპზე რთული პროცესია. მიმდინარე სეზონში "წითლებს" დაცვის ხაზის რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს.

"დარწმუნებული არ ვარ 80 მილიონად შეფასებული მცველი ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასეთი დონის მოთამაშის გაშვებას ამ ეტაპზე არცერთი გუნდი არ მოისურვებს. ჩვენ გვინდა შესაფერისი ფეხბურთელი ვიპოვოთ, რომელიც ასევე შეესაბამება ჩვენ ფინანსურ მდგომარეობას. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ და გვინდა გამოსავალი ვიპოვოთ." - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი.

"ტოტენჰემთან" მოგებულ პრემიერლიგის მატჩში ჟოელ მატიპმა ტრავმა მიირო და შეცვალეს, ხოლო ფაბინიოს არ უთამაშია. დღევანდელ პრესკონფერენციაზე იურგენმა აღნიშნა, რომ ფაბინიოს თამაში მომდევნო შეხვედრაში გამორიცხულია, ხოლო მატიპის ტრავმა სერიოზულად არ გამოიყურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109271