ფეხბურთი

21:46 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენმა" შესაძლოა მბაპე გაყიდოს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა "პარი სენ ჟერმენი" დატოვოს. როგორც Marca იუწყება, პარიზული კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ სარფიანი წინადადება მიიღოს. 22 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ფრანგული გრანდი არ აპირებს თავდამსხმელი უფასოდ გაუშვას.

ფეხბურთელის დამატებით "ლივერპული" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებულები, თუმცა უცნობია რამდენ მილიონს გადაიხდიან მბაპეს სანაცვლოდ. კილიანის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა. მბაპე პსჟ-ში "მონაკოდან" 2018 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 147 მატჩში 106 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113015