ფეხბურთი

20:13 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" ბენრაჰმას ტრანსფერი დაადასტურა

ალჟირის ეროვნული ნაკრების შემტევი საიდ ბენრაჰმა "ვესტ ჰემის" სრულუფლებიანი წევრი გახდა. ლონდონურმა კლუბმა საიდის აწ უკვე ყოფილ კლუბს "ბრენტფორდს" ტრანსფერის სანაცვლოდ 23.1 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელმა "ჩაქუჩებთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გააფორმა.

საიდი "ნიცას" აკადემიის აღზრდილია და "ბრენტფორდში" 2018 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ბენრაჰმა "ვესტ ჰემმა" იჯარის წესით დაიმატა. ლონდონური გუნდის მაისურით საიდმა 13 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ალჟირის ნაკრებში საიდს ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135476